Posts

       ტრენინგმა  გვასწავლა,თუ  როგორ  ვასწავლოთ  ბავშვებს  პროექტებით.პროექტი  უნდა იყოს  კვლევა-ძიებაზე  აგებული.რაც  მთავარია  პრობლემაზე  და მაღალ სააზროვნო   უნარების  განვითარებაზე ორიენტირებული,        თუ  როგორ გამოვუმუშაოთ  ბავშვებს   მრავალფეროვანი  უნარები და  ჩვევები. ტრენინგზე  მიღებული  ცოდნა დამეხმარება  ისეთი პროექტების  შექმნაში,რომელიც მოსწავლეებს  საშუალებას  მისცემს  გახდნენ  თვითრეგულირებადი.        
Image
პროექტის პორტფოლიო
           მნიშვნელოვანია  პროექტის  დროს  გავითვალისწინოთ   მოსწავლეთა  განსხვავებული  საჭიროებანი. გავიგე , თუ  როგორ  შევუწყო  ხელი მოსწავლეებს,რომ გახდნენ  თვითრეგულირებადი. საჭიროა  დიფერენცირებული  სწავლება,რათა  მოსწავლეებს  გავუზარდოთ  და  განვუვითაროთ  თვითრეგულირების  უნარი. კარგი იქნება  მოსწავლეების ინტერესის  სფეროების  დასადგენად  გამოკითხვების  ჩატარება.  მასალების  მომზადება  სირთულის  დონეების  მიხედვით . 
   გავეცანი   მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომებს,რომლის  გადახედვის  დროსაც შეგვიძლია  შევიტანოთ  ცვლილებები.დავგეგმოთ სასწავლო  პროცედურები  ისე,რომ მოსწავლეებმა  წარმატებით  შეძლონ პროექტის  შექმნა.უნდა  შევძლოთ   სავარაუდო  ნაშრომების  შეფასება,უნდა  მივცეთ   ისეთი  მითითება, რომელიც უნდა  იყოს  მის ნაშრომში.წინასწარ  უნდა  ვიცოდეთვ  ორიგინალურია  თუ არა.
              მოსწავლის  მიერ  შესრულებული  ნაშრომი  უნდა  იყო მრავალფეროვანი.მოსწავლეებს  უნდა  გამოვუმუშაოთ  უნარები  და  ჩვევები,რათა  პროექტის  შესრულებისას  გამოავლინონ  სათანადო  ცოდნა   და  მოახდინონ  ამ  ცოდნის  დემონსტრირება.  განვიხილეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომები,მოსწავლემ  უნდა  განსაზღვროს  რა  მოთხოვნები  აქვს  მასწავლებელს  ნაშრომის  მიმართ. ნაშრომი  უნდა  პასუხობდეს  მიზანს.განხილულმა  ნაშრომებმა  დამანახა, რომ  მოსწავლემ  მოახდინა  ნაშრომში  ცოდნის  დემონსტრირება.
              მნიშვნელოვანია  მოსწავლეებს  ზუსტად და თანმიმდევრულად  ჩამოვუყალიბოთ  უკუკავშირი,რადგან    კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს სარგებელი მოაქვს  არა მარტო  მისთვის , ვინც გასცემს, არამედ მ ისთვისაც ვინც იღებს მას. ტრენინგზე  მოგვეცა  რამდენიმე  დავალება,რომელმაც  პრაქტიკული  მაგალითებით  უფრო  კარგად  გამარკვია  ზოგადად უკუკავშირის  გამოყენებაში. გავიგეთ  უკუკავშირის  სახეების  შესახებ.            კონსტრუქციული  უკუკავშირის  მიცემისას  სასურველია  საუბარი  დავიუწყოთ  და  დავასრულოთ  პოზიტიური  შეფასებით.             საჭიროა  დავიცვათ  საავტორო  უფლებები,რომ არ მოხდეს  სხვისი  ინფორმაციის უკანონო  გამოყენება. გამოყენებული  ინფორმაციის  დასადასტურებლად უნდა იქნეს  მითითებული  ს...
       შეფასების  სტრატეგიების  ცოდანა   დამეხმარება სწორად  შევაფასო  მოსწავლეების ცოდნა.მოსწავლეთა  წინარე  ცოდნის  დასადგენად  საჭიროა  გამოვიყენოთ სხვადასხვა  აქტივობები.საჭიროების  შეფასების    სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს. მოსწავლეები ასევე გამოყენებენ ამ სტრატეგიებს საკუთარი სწავლის უნარზე დასაფიქრებლად. გეგმა  დამეხმარება  სწორი  თანმიმდევრობით  გამოვიყენო  შეფასების ინსტრუმენტები.