მნიშვნელოვანია პროექტის დროს გავითვალისწინოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებანი. გავიგე , თუ როგორ შევუწყო ხელი მოსწავლეებს,რომ გახდნენ თვითრეგულირებადი. საჭიროა დიფერენცირებული სწავლება,რათა მოსწავლეებს გავუზარდოთ და განვუვითაროთ თვითრეგულირების უნარი. კარგი იქნება მოსწავლეების ინტერესის სფეროების დასადგენად გამოკითხვების ჩატარება. მასალების მომზადება სირთულის დონეების მიხედვით.
მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ზუსტად და თანმიმდევრულად ჩამოვუყალიბოთ უკუკავშირი,რადგან კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს სარგებელი მოაქვს არა მარტო მისთვის , ვინც გასცემს, არამედ მ ისთვისაც ვინც იღებს მას. ტრენინგზე მოგვეცა რამდენიმე დავალება,რომელმაც პრაქტიკული მაგალითებით უფრო კარგად გამარკვია ზოგადად უკუკავშირის გამოყენებაში. გავიგეთ უკუკავშირის სახეების შესახებ. კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემისას სასურველია საუბარი დავიუწყოთ და დავასრულოთ პოზიტიური შეფასებით. საჭიროა დავიცვათ საავტორო უფლებები,რომ არ მოხდეს სხვისი ინფორმაციის უკანონო გამოყენება. გამოყენებული ინფორმაციის დასადასტურებლად უნდა იქნეს მითითებული ს...
Comments
Post a Comment