პროექტი არის პრობლემაზე ორიენტირებული,მოსწავლეებს საშუალებას აძლევს იყვნენ მეტი დამოულიდებელნი,უვითარებს მათ მაღალ სააზროვნო უნარებს,იწვევს მოსწავლეთა ჩართულობასა და პასუხისმგებლობას.ხდება საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება და მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება.
ტრენინგმა გვასწავლა,თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს პროექტებით.პროექტი უნდა იყოს კვლევა-ძიებაზე აგებული.რაც მთავარია პრობლემაზე და მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული, თუ როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვებს მრავალფეროვანი უნარები და ჩვევები. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება ისეთი პროექტების შექმნაში,რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გახდნენ თვითრეგულირებადი.
Comments
Post a Comment